დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.016892 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/03/2014; სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016760) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“: |
1.
მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ს) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. |
2.
მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ჟ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. |
3.
მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.მ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. |
4.
მე-7 პუნქტის :
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ.ბ) საბიუჯეტო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ.გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Access, Ms. Power Point, Outlook); ბ.დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.“
ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.მ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები