დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის #41 საჯარო სკოლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01400984348 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის #41 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის № 41 საჯარო სკოლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიშს:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე 10.12.13-დან - 10.12.14-მდე სულ შემოსულია 645 მოთხოვნა-წერილი, პასუხი გაცემულია 551 წერილზე, 94 წერილი არ ითხოვდა პასუხის გაცემას.
ბ) ყველა შემოსულ მოთხოვნაზე გაცემულია პასუხი, ხოლო კოლეგიალური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ არც ერთი განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
გ) მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემას Emis-სათვის გადაცემული იყო ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლებზე (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) 520 მოსწავლეზე.
დ) დისციპლინური სახდელი-გაფრთხილება დაეკისრა 17 საჯარო მოსამსახურეს (მასწავლებლებს), ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის, დაგეგმილ ღონისძიებათა ანგარიშის არ წარმოდგენის და მოსწავლეთა აღრიცხვის დროულად არ შესრულების გამო.
ე) საჯარო ინფორმაციის გადაცემისას სკოლა ხელმძღვანელობდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ვ) ზ) საჯარო ინფორმაცის გაცემაზე 10.12.13-დან - 10.12.14-მდე სულ შემოსულია 645 მოთხოვნა-წერილი. პასუხი გაცემულია 551 წერილზე, ხოლო დანარჩენი არ ითხოვდა პასუხის გაცემას. კოლეგიალური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ არც ერთი მოთხოვნა-გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არც იყო გასაჩივრებული, მათ შორის გადაწყვეტილება მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ არ ყოფილა.
სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის
ქალაქ თბილისის № 41
საჯარო სკოლის დირექტორი : რ . ჯავახიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები