„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018295
675
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
300160070.10.003.018295
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №675

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003. 017666) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„20. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან ელექტრონულ სისტემაში  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი წესით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3, მე-4 ან მე-9 გრაფაში.“.

2.  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული, ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით  მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით  მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი