დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თობაზე შემოვიდა - 852 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 852 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების მიმღები პირი - სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - მაია გელაძე;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის თაობაზე შემოსული მოთხოვნის და მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა - 104;
დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხონები არ დარღვეულა და შესაბამისად, გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური სახდელი;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად არ გასაჩივრებულა;
ზ) სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხები არ გაცემულა.
სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის დირექტორი
ირმა ომანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები