ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ფოთის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 12/12/2014
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ფოთის საქალაქო სასამართლო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტსტისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ..

2014 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 13 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესტული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო - რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათიიდან” – 02,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან – 01,

საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან - 01,

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიდან - 01,

ააიპ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან -02,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 01,

ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნადან” - 01

მოქალაქეებისგან – 04,

შემოსული განცხადებებიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ: კობა ჩაგუნავა – 2013 წლის 12 ნოემბრიდან დღემდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი. თამარა თუნგია – 2014 წლის 18 აგვისტოდან 2014 წლის 14 სექტემბრამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი (კობა ჩაგუნავას შვებულებაში ყოფნის პერიოდი).

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლოს მენეჯერი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი კობა ჩაგუნავა