გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 1130
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1130
08/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაქვეყნებლად  წარმოგიდგენთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიშს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის განმავლობაში შემოსულია 3061 განცხადება. აქედან:

        სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან 21განცხადება, პასუხი მოთხოვნილი იყო და გაიგზავნა 12–ზე.

        პარლამენტიდან შემოვიდა 5 განცხადება, 3 დაკმაყოფილდა, 2 იყო ცნობის სახით.

        ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შემოვიდა 73 განცხადება, პასუხი გაეცა 70–ს. 3 განცხადება განხილვის პროცესშია.

        საჯარო ინფორმაცია გაიცა 22 მოქალაქეზე, მოსაკრებელი გადაიხადა 2 მოქალაქემ.

        სარიტუალო თანხა გაიცა 3 დევნილ მოქალაქეზე და 2 ომის ინვალიდზე.

        28 განმცხადებელი ითხოვდა ხის მოჭრის ნებართვას, 22 დაკმაყოფილდა, 6–ზე მიმდინარეობს განხილვა.

        გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა 6 ფრაქცია.

        საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების ნებართვაზე მოგვმართა 25 მოქალაქემ, ნებართვა გაიცა 21 მოქალაქეზე. 4 განცხადება განხილვის ეტაპზეა.

        ლეგალიზაციაზე მოგვმართა 9 მოქალაქემ. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა.

სოციალურ დახმარებაზე მოგვმართა 2350 განმცხადებელმა. საიდანაც:

        მატერიალური დახმარება გაიცა– 1189მოქალაქეზე.

        მატერიალურ დახმარებაზე 1083 განცხადების განხილვა გადაიდო სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო.

        საოპერაციო თანხით დაფინანსდა - 41 მოქალაქე.

        ოპერაციის დაფინანსებაზე 67 განცხადების განხილვა გადაიდო სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო.

        საგარანტიო წერილი გაიცა 41 მოქალაქეზე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               ვაჟა გენგაშვილი