ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ბოლნისის რაიონული სასამართლო

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   შესაბამისად   საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი პეტრე ყაველაშვილი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 08 დეკემბრამდე ბოლნისის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 6 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 5 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 1 განცხადება, რადგან საქმე ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშების ფორმები არ ითვალისწინებს.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

სასამართლოს თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი