ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე მარინე ტყეშელაშვილი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას  საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ..

2014 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა ,, 47  ” განცხადებამათ შორის:

  შემოსული განაცხადებებიდან  41 მოთხოვნა დაკმაყოფილდაარ დაკმაყოფილდა   6, მათ შორის,  1 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის  მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს; 1 მოთხოვნა ეხებოდა სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერის მიწოდებას, რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად სასამართლოს რესურსებით შეუძლებელია და განმცხადებელმაც ვერ წარმოადგინა მხარეების წერილობითი თანხმობები; 2 შემთხვევაში განცხადება ვერ აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ არ იყო ხელმოწერილი; 2  შემთხვევაში კი საქმე საიდანაც ინფორმაციას ითხოვდნენ არ იმყოფებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით ან ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება  არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი -www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.

სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია