საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016161
127
15/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
300300000.22.025.016161
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №127

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 12  პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის გარდა, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის , ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე