დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 18 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.171.016043 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები 2014 წლის 18 აგვისტოს N3 დადგენილებაში თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 8344.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 600.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 7375.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 368.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 6 675.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 680.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 711.2 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 31.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური
აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 57,5 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მერისგადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 60,8 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 24,2ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 36,6ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
(პროგრამული კოდი 02 00) |
გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
13.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01)
გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მეხანძრეების ოპერატიული მოქმედებისათვის.
13.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 00) |
ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
14.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდებასაგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების, მოვლა-შენახვისა და ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების ხარჯების დაფინანსება.
14.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა,სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
14.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნლი ნარჩენების დაგვა–დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმა, ქალაქის ქუჩების მორწყვა და მორეცხვა.
14.4 ბინათმშენებლობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და თანადაფინანსება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 14.5 კომუნალური მომსახურების ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. |
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის გარეშე, შემოქმედებითი, ტექნიკური, ალტერნატიული და სხვა სახის დამატებითი განათლების მიღებას.
15.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამისმიზანიასაბავშვობაღებშისრულფასოვანისააღმზრდელოგარემოსშექმნა, ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადიგანათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
15.2.1. სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 04 03)
პროგრამის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი, პატრიოტული ცნობიერების, შრომითი უნარჩვევების ჩამოყალიბება, განსხვავებული უნარის მქონე ბავშვების ინტეგრირება შემოქმედებითი, ტექნიკური და სხვა სასწავლო ჯგუფების ორგანიზების გზით.
ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლის გარეშე განათლების პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: - ა.(ა).ა.ი.პ ოზურგეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი; |
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული
ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) |
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
16.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
16.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინასება (პროგრამულიკოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
16.1.2. სპორტული ობიექტების დაფინასება (პროგრამულიკოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა.(ა).ა.ი.პ სპორტის განვითარების ცენტრი; · ა.(ა).ა.ი.პ საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“; · ა.(ა).ა.ი.პ ცენტრალური სტადიონი; · ა.(ა).ა.ი.პ საჩოგბურთო სკოლა; · ა.(ა).ა.ი.პ რაგბის განვითარების ცენტრი; · ა.(ა).ა.ი.პ სასპორტო სკოლა;
16.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
16.2.1.კულტურის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამულიკოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა,თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
16.2.2კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამულიკოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა.(ა).ა.ი.პ კულტურის ცენტრი; · ა.(ა).ა.ი.პ ცენტრალური ბიბლიოთეკა; · ა.(ა).ა.ი.პ საბავშვო თეატრი; · ა.(ა).ა.ი.პ თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი–გალერეა; · ა.(ა).ა.ი.პ კულტურისა და დასვენების პარკი; · ა.(ა).ა.ი.პ ქორეოგრაფიული ანსაბლი „გურია“; · ა.(ა).ა.ი.პ სამხატვრო სკოლა; · ა.(ა).ა.ი.პ მუსიკალური სკოლა; · ა.(ა).ა.ი.პ ისტორიული მუზეუმი; ასევე პროგრამით დაფინანსდება: · ს.ს.ი.პ ქ.ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
16.1.3ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ტურიზმის პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · შ.პ.ს. გურიათრეველი
16.1.4ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამულიკოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება; თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება.
16.1.5 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და შემოქმედის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დაფინანსდება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები. |
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამულიკოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსებას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
17.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამულიკოდი 06 01)
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
17.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამულიკოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
17.2. სოციალური პროგრამები (პროგრამულიკოდი 06 02)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფასა და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
17.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 01)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სოციალურდ შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების (18 წლამდე 4 დამეტიშვილი) მრავალჯერადი (მათ შორის ყოველთვიური) ფინანსური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება150.000-ს.
17.2.2 მზრუნველობა მოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 03)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
17.2.4. ვეტერანთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 04)
პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. · 9 მაისს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით. · 2008 წლის აგვისტოს oმში დაღუპულ მეომართა ხსოვნის დღეს, 100 ლარის დახმარება თითოეულ დაღუპულის ოჯახზე. · საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეს 27 სექტემბერს ერთჯერადი დახმარება თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით.
17.2.5. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 05)
პროგრამით გათვალისწინებულია ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
17.2.4. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06)
გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციასთან არსებული დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების დაფინანსება. მათ შორის: · ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა 2-ჯერადი კვებით. · ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა · საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. · საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. · ბენეფიციართა სან-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა.
17.2.5. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07)
პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარების და მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულiT 57000-150000-ს, აგრეთვე ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა და სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა აღემატება 2000 ლარს. 17.2.6. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 08)
პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფა. · ზამთრისათვის საშეშე მერქნით დახმარების პროგრამა დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თითოეული ოჯახისთვის საშეშე მერქნის თანხის უზრუნველყოფით. თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით. · დევნილთა სარიტუალო ხარჯები, დახმარების ოდენობა შეადგენს 200 ლარს ერთეულ შემთხვევაზე · გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინასება არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით 17.2.7. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 09)
პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება. 17.2.8. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 10)
პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების დახმარება თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. 17.2.9. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 11)
პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთში მცხოვრები უსინათლო ინვალიდების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
17.2.10. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება (პროგრამულიკოდი 06 02 12) პროგრამის მიზანია უკიდურესად შეჭირვებული ბავშვების სოციალური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის სუბსიდირებით. პროგრამის ფარგლებში უკიდურესად შეჭირვებული ბავშვები მიიღებს შემდეგ მომსახურებას: · ორჯერადი კვებით (სადილი და სამხარი)უზრუნველყოფა; · ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება; · სამედიცინო მომსახურეობა; · ფსიქოლოგის მომსახურეობა; 17.2.11. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 13) პროგრამის მიზანია ქ. ოზურგეთში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეთა დიალიზის მკურნალობის კურსის გასავლელად ქ.ბათუმსა და სხვა ქალაქებში მგზავრობის თანხით დაფინანსება. თითოეულზე ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობთ. 17.2.12. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 16)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. 17.2.13. ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 18)
პროგრამის მიზანია ხანდაზმულთა თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირება, კერძოდ, ანასეულში მდებარე ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების დაფინანსება. |
მუხლი 18.
ბიუჯეტის გადასახდელები: |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები