„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018294
674
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
470230000.10.003.018294
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №674

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.­10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და  ფუნქციონირების ხელშეწყობა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებრებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში - სსდ ცენტრი) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:

რ.ა) ავტომობილების (4 ერთეული), საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა;

რ.ბ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ყ“ ქვეპუნქტები:

„ს) შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება;

ტ) დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს  სამშენებლო სამუშაოების  განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

უ) დაბა-ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო/სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშოების შესყიდვა;

ფ) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები;

ქ) მაღალმთიან რეგიონებში (მესტიის, ონის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) მოქმედი სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების წილის გამოსყიდვა;

ღ) „C ჰეპატიტის“ სკრინინგისა და ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აპარატურის შესყიდვა;

ყ) ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა.“.

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ო.ბ“ და „რ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „ნ“, „ო.ა“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ო.გ“ და „რ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისა და დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (გარე კომუნიკაციების, მათ შორის, ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირით მომარაგების ქსელების მოწყობის გარეშე) და ამ სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის და სხვა სახის სამუშაოებისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულმა შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ გათბობის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-7 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრული თანხების კომპანიის, მე-18 და 21-ე პუნქტებით განსაზღვრული თანხების სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ხოლო, 22-ე პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ­ველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება.

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით;

ბ) კომპანიის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების განხორციელებასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით.

7. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსა“ და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ (შემდგომში - საავადმყოფოები) კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხების ოდენობით.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.

9. კომპანიამ და საავადმყოფოებმა უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიც­ხუ­ლი თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.

10. საქართველოს ფინანსთა და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების მომზადების დროს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს  27 331.3 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

433.4

2

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

214.7

3

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა

11,000.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

42.9

5

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

110.0

6

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

400.0

7

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

4,000.0

8

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ვანი, დედოფლისწყარო, ლენტეხი, ხარაგაული, ლანჩხუთი) სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურით

73.5

9

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორიის შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

10.3

10

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

624.9

11

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია-დასრულების სამუშაოების შესყიდვა

102.1

12

საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის აღჭურვა სხვადასხვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით

324.3

13

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (გეოლოგიური კვლევისა და საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით) შესყიდვა

30.0

14

დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის:

220.0

 

14.1   სამშენებლო სამუშოების შესყიდვა

120.0

14.2  გათბობის სისტემისა და ტექნიკის შესყიდვა

30.6

14.3  სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა

69.4

15

ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დღგ-ის თანხის გადახდა

220.8

16

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის ელექტროენერგიის გადასახადის თანხის გადახდა

0.8

17

სსიპ - სსდ ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:

2,307.7

 

17.1 ავტომობილების (4 ერთეული), საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა

1,216.5

17.2 სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა

1,091.2

18

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება

266.5

19

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს  სამშენებლო სამუშაოების  განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

800.0

20

დაბა-ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო/სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშოების შესყიდვა

400.0

21

შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები

50.0

22

მაღალმთიან რეგიონებში (მესტიის, ონის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) მოქმედი სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების წილის გამოსყიდვა

4,969.4

23

,,C ჰეპატიტის“  სკრინინგისა და ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აპარატურის შესყიდვა

700.0

24

ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

30.0

 

სულ

27,331.3“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი