სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2014 წლის ანგარიში

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2014 წლის ანგარიში
სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

აქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში

ოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა

ა პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში

2014 წელი

 

სი- არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს

აქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული

2014 წლის ანგარიში

 

სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 25 განცხადება.

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული განცხადებებიდან:

● საჯარო ინფორმაცია გაიცა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად (23 განცხადება);

● მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რადგან მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ იყო (1 განცხადება);

● განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული განცხადება გადაგზავნილი იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის (1 შემთხვევა);

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, მსგავსი მოთხოვნის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 24 შემთხვევიდან:

● 3 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე    პასუხისმგებელმა პირმა - გიორგი არაყიშვილმა;

● 2 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - სოფიო აბულაშვილმა;

● 13 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯაროინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა-შალვა ქასრაშვილმა;

● 6 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - ირაკლი გელოვანმა.

გ) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი.

დ)   პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები და ცალკეული სტრუქტურული ერთეულები „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სააგენტოს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოში უზრუნველყოფილია საჯარო           ინფორმაციის            ელექტრონული         ფორმით გამოთხოვა ვებგვერდის - WWW.PROBATION.GOV.GE-ს მეშვეობით. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეუნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურედ განსაზღვრულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - გიორგი ასანიშვილი.

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად 2014 წლის 14 აგვისტოდან განსაზღვრულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელოვანი.

 

ააგენტოს ადმინისტრაციული

ამმართველოს უფროსი                                                        ი. გელოვანი.