პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 10/12/2014
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშიინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:

 

ა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების/გაცემაზე უარის თქმის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც -foi@pdp.ge[1] .

2014 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით აპარატში შემოვიდა 9 მოთხოვნა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.დასახელებულ შემთხვევებში სრულადდა დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილიინფორმაცია და დოკუმენტაციის ასლები.ამდენად, მითითებულ პერიოდში არ ფიქსირდება საჯარო ინფორმაციისმოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევა.

ბ. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ

2014 წლის პირველი იანვრიდან 10დეკემბრამდე პერიოდში აპარტში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.

 

გ. ინფორმაციის დამუშავებასთან/გაცემასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები

ინფორმაციის დამუშავებისა დაგაცემის ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. ამას გარდა, რამდენადაც საჯარო ინფორმაციის თაობაზე მიღებული ყველა მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული, არ წარმოშობილა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი.

 

დ. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების შესაბამისად,ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/ნებართვების განხილვისა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მათი მიღებისა და შეგროვების გზით, მათ გადაცემას მესამე პირებისათვისკი არ ახდენს.

 

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განმცხადებელთა და მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მესამე პირებს გადაეცემათ იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

 

ე. საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ

აპარატს არ აქვს საჯარო მონაცემთა ბაზა.

 

ვ. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

არ ყოფილა გამოვლენილი აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა, ამდენად არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დადების საჭიროება.

 

 

 

თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

 



[1] www.pdp.ge