„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპელიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპელიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016137
56
10/12/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
010250050.35.121.016137
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპელიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ვანის მუნიციპელიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში:
1. მე-6  მუხლის მესამე პუნქტის  ,,ა.დ’’  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს; ასევე გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშტატო სტრუქტურას და სახელფასო ფონდს.’’

2. მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,ა) ადმინისტრაციული სამსახური:

ა.ა) იურიდიული განყოფილება;

ა.ბ) საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:

ბ.ა) საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება:

ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური :

დ.ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

დ.ბ) კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის განყოფილება;

ე) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური :

ე.ა) არქიტექტურის განყოფილება;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური.

ვ.ა) სახნძრო განყოფილება;

ვ.ბ) სამაშველო განყოფილება.

ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური ;

თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ;

ი) სამხედრო სამსახური.“.

3. . მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული  სამსახურის   ძირითადი   ფუნქციებია: გამგეობის  სტრუქტურული   ერთეულების  მუშაობის  კოორდინაციისათვის  ხელშეწყობა, გამგეობის  საქმისწარმოების, სამართლებრივი,  საკადრო  საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის  უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის  კოორდინირება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის  პროექტის  მომზადება, მუნიციპალური პროგრამების  საფინანსო  გაანგარიშება და საბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების,  საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო და შესყიდვების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური განვითარების  სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების  კოორდინაცია  მუნიციპალიტეტის ქონების  აღწერა და მართვა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა.

4. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული  სამგზავრო გადაყვანის  ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის  სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

5. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება. ადმინიტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელება, მათი დარღვევის  სახეობის მიხედვით აღრიცხვა,  რეაგირება  და  აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება, გარევაჭრობისა და ავტოპარკირების ადგილების მოწესრიგება, არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა,  მუნიციპალიტეტის  სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმვისა  და  ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება.

6. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას.

7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების,  აგრეთვე შესაბამის  სფეროში მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა,  უსახლკაროთა  რეგისტრაცია და  მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა

8. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე და წესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების  შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

9. სამხედრო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული  უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი