დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 17 (ჩვიდმეტი) განცხადება. მათ შორის 1 (ერთი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო დაგარგულიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 16 (თექვსმეტი). აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 5 (ხუთი), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე – 7 (შვიდი), მედია საშუალებაზე – 2 (ორი), ადმინისტრაციულ ორგანოზე – 2 (ორი), 2014 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები