„საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება

„საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 188/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 20/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016299
188/1
29/04/2013
ვებგვერდი, 11/12/2014
480610000.03.030.016299
„საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ


საქართველო წარმოდგენილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროთი და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა წარმოდგენილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროთი, შემდგომში „მხარეებად" წოდებულნი,

  ესწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები ორ ერს შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,

 თვლიან რა სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა გაცვლას სხვადასხვა დონეზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო არენაზე ორი სახელმწიფოს ურთიერთდაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცების, ყველა ქვეყანასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

                         

მუხლი 2

  მხარეები, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს როგორც მინისტრების, ისე სხვა დონეებზე საერთაშორისო და ორმხრივი ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე.

 

 

მუხლი 3

მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგს, მისი ჩატარების ადგილსა და ვადებს, შეძლებისდაგვარად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

 

მუხლი 4

1.  მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებული ახალი ინიციატივების თაობაზე.

2. მხარეები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, გაცვლიან ინფორმაციასა და შეხედულებებს ორივე სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სფეროში შემავალი ძირითადი საკითხების გარშემო.

 

მუხლი 5

     მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

 

 

მუხლი 6

 

      მხარეები შექმნიან პირობებს პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად, სტაჟიორთა ურთიერთგაცვლის, კონსულტაციებისა და სემინარების ჩატარების საფუძველზე.

 

 

მუხლი 7

      მხარეთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისა და ინტერპრეტაციის პროცესში წარმოშობილი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

 

მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,  წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 

 

 

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მხარეთა მიერ იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებენ, რომ მისი ძალაში შესასვლელად შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულ იქნა და ძალაში დარჩება 5 (ხუთ) წლიანი პერიოდით.  მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 90-ე დღეს.

 

   შესრულებულია ქ. ­­­­­­­­­­­­მონტევიდეოში, 2013 წლის 29 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

 

 

საქართველოს  სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

ურუგვაის აღმოსავლური

რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)