სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში

  • Word
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 10/12/2014
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ

 

   სსიპ სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში ,,ცენტრი“) შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №162 დადგენილების საფუძველზე. ცენტრი საანგარიშო წლის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთოხვნათა ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დაცვის შესაბამისად.

     საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობას, საშტატო ნუსხას, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას, 2014 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს (ღონისძიებათა ჩამონათვალს, მოწვეულ და დამსწრე პირთა რაოდენობას), ე.წ. როუმინგული მომსახურების ხარჯებს, ცენტრის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯებს, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ შესყიდვებს და სხვა. საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლით გათვალისიწინებული ვადები.

    2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ცენტრში შემოსულია 2 განცხადება/წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. აქედან ორივე სრულად დაკმაყოფილდა.

    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სსიპ სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იურიდიული სამმართველოს უფროსი მაკა სალხინაშვილი.

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და შესაბამისი პირების მიმართ დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.  ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

 

დირექტორი                                                                             ლევან უჯმაჯირიძე