დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/53 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016243 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 23579,7 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 13496,1 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14042,8 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9329,1 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10229,1 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
„ |
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 207,8 ათ. ლარის ოდენობით.“ |
9.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივის ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 24,2 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 24.2 ათ. ლარის ოდენობით.“ |
10.
მე-13 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 69,0 ათ. ლარის ოდენობით.“
|
11.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირებას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, მათ შორის სპეც. ტექნიკის შესყიდვას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების მოწყობას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე სატუმბო სადგურების მშენებლობის პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, ეზოების კეთილმოწყობას (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირებას და სამუშაოებს, მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და I და II სართულების რეკონსტრუქციისა და კაპ. შეკეთების პროექტირებას, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის პროექტირებას, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა-პროექტირებას და სხვა.“ |
12.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა–შენახვის, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის, თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე სატუმბო სადგურების მშენებლობის პროექტირების სამუშაოები და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება.“ |
13.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქში, დღეისათვის არსებული სანიაღვრე არხების ქსელები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან სანიაღვრე არხები ზოგან ჩახერგილია, ზოგან კი მოშლილია. დღეისათვის, ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე მოწყობილია ახალი სანიაღვრე არხები. სულ ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების 65%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კი განხორციელდება სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა–პატრონობა, სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის და თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე სატუმბო სადგურების მშენებლობის პროექტირების ხარჯების ანაზღაურება.“ |
14.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 4.2.8 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.2.8 ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებისა და სოციალური კვლევის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციებისა და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის პოტენციალს და სპეციფიკას, იკვლევს ტურისტული ბაზების კონიუნქტურას, მარშრუტებს, ხელს უწყობს ქალაქის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნასა და განვითარებას, ქმნის ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკს, მუდმივად ახდენს სრულყოფასა და განახლებას. ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლას, დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) საინფორმაციო ბანკის შექმნას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის (უბნების მიხედვით) ხელშეწყობას მათ უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება).“ |
15.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 9 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები