„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016894
159/ნ
15/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
040030000.22.022.016894
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №159/ნ

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N134/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016654) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) ახორციელებს საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობას. ასევე ქმნის საპროექტო, არქიტექტურულ და კომპიუტერული პროგრამების პროდუქციას და ახორციელებს მათ დანერგვა-განვითარებას.“

2. მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო,  რომლის  წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტში დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობისა და პროპორციულობის საფუძველზე. წარმომადგენლობით საბჭოში აკადემიური თანამდებობის მქონე პირს ირჩევს ფაკულტეტზე არსებული ყველა აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, ხოლო წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების წარმომადგენელს ირჩევს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.“

5. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტს შეიძლება ჰქონდეს დეპარტამენტები და ცენტრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისათვის.“

6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის  30-დან   100-ის  ჩათვლით, ყოველ 10 აკადემიურ პერსონალზე ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ორი წარმომადგენელი, ხოლო თუ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა აჭარბებს 100-ს, ყოველ 10 აკადემიურ პერსონალზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი.“

7. 29-ე მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31.ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უვადო, უვადოზე ორიენტირებული, სპეციალური და ვადიანი კონტრაქტების გაფორმების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.“

9. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 14 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 14 კალენდარული დღის ვადაში.“

10. 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალისტის მოწვევა ხდება ფაკულტეტის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, რომელსაც  განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს რექტორი,  თუ  მოთხოვნა  არ სცდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებებს,  არ ეწინაამღდეგება უნივერსიტეტის მიზნებს და ძირითად პრინციპებს და მოსაწვევი პირი აკმაყოფილებს მოთხოვნილ კვალიფიკაციას.“

12. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ო“  და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო)  არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები;

პ)   კომპიუტერული პროგრამები.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე