„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016896
161/ნ
18/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
040030000.22.022.016896
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №161/ნ

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 240211, 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016064) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი V. აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

 მუხლი 22. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“

2. მე-5 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

,,თავი V1. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

მუხლი 221. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

1. ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. დირექტორობის იმ მსურველებთან, რომლებმაც ტესტირება გაიარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  განლაგებულ საგამოცდო ცენტრში, გასაუბრებას ატარებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი  კომისია/კომისიები, რომლის/რომელთა შემადგენლობის 50% განისაზღვრება სამინისტროს თანამშრომლებით, ხოლო 50%  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ტარდება ქალაქ ბათუმში. ობიექტური გარემოების არსებობისას,  გასაუბრების ადგილის შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დირექტორობის მსურველებთან გასაუბრების ჩატარების განრიგი ქვეყნდება სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

მუხლი 222. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების წარდგენის თავისებურება

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება  კომისია/კომისიები, რომლის/რომელთა  შემადგენლობის 50% უნდა განისაზღვროს სამინისტროს თანამშრომლებით, ხოლო 50% - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, გასაუბრება ტარდება ქალაქ ბათუმში. ობიექტური გარემოების არსებობისას, გასაუბრების ადგილის შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროსა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე