დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-1642/ო-სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1642/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1642/ო
2014 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 05 თებერვლის №02-136/ო ბრძანება შპს „უნიმედი აჭარის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ხულო, დავით აღმაშენებლის ქუჩა №1); ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 05 თებერვლის №02-137/ო ბრძანება შპს „უნიმედი აჭარის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა №18); გ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 05 თებერვლის №02-138/ო ბრძანება შპს „უნიმედი აჭარის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა №32) – ,,სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „უნიმედი აჭარის ” უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადება №113026, 12.11.2014წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი გოდერძი იმნაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები