დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2883 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/04/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 01/05/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.002.203 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები (რეზიდენტი ფიზიკური პირები) თავისუფლდებიან საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისაგან ამ ორგანიზაციებში 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებულ შემოსავლებზე. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) არ დაეკისრებათ საგადასახადო, ადმინისტრაციული ან სხვაგვარი პასუხისმგებლობა აღნიშნულ ორგანიზაციებში 2005 წლის 1 იანვრამდე დაქირავებით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გადაუხდელობისა და საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისათვის.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 აპრილი.
№2883–Iს
დოკუმენტის კომენტარები