„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018288
668
08/12/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
010240030.10.003.018288
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №668

2014 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010240030.10.003.017508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას. მინისტრის პირველი მოადგი­ლე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი