ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16-37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016034
16-37
05/12/2014
ვებგვერდი, 09/12/2014
330130000.35.101.016034
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-37

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 165-ე მუხლის მე-4 ნაწილის,  და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს:

1. დადგინდეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სარეაბილიტაციო არეალი  თანდართული რუკის შესაბამისად.
2. რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვროს „ააიპ – თბილისის განვითარების ფონდი“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისში სარეაბილიტაციო არეალის  დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ  თბილისის  მთავრობის 2011 წლის 11 ნოემბერის №31.08.1264 დადგენილება.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი