საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 14/45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 26/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016297
14/45
26/11/2014
ვებგვერდი, 11/12/2014
480610000.03.030.016297
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში ხსენებული როგორც „მხარეები“)

 

ეყრდნობიან რა 2009 წლის 2 ივლისის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმს,

მიზნად ისახავენ რა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას,

ხაზს უსვამენ რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვის აუცილებლობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებს და სურთ რა, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა,

აცნობიერებენ რა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,

აღნიშნავენ რა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა ლატვიის განვითარების პოლიტიკის ჩარჩოს ფარგლებში,

დარწმუნებულნი არიან რა რომ ორმხრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური თანამშრომლობის მიღწევას,

აღნიშნავენ რა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კონკრეტულად კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და ერთი მხრივ, საქართველოსა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით,

 

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. კონსულტაციები შესაძლებელია მონაცვლეობით გაიმართოს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკაში, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

მუხლი 2

მხარეები გააღრმავებენ და განავრცობენ დიალოგსა და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, კონკრეტულად კი გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოში.

მუხლი 3

მხარეთა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები კისრულობენ მაქსიმალური თანამშრომლობის ვალდებულებას მესამე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მუხლი 4

მხარეებმა, წინამდებარე ოქმის დებულებების შესრულებისა და ორი სამინისტროს მუშაობისა და პოლიტიკის ორმხრივი ცოდნისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია განახორციელონ მათი შესაბამისი დიპლომატიური სამსახურების წევრების ურთიერთგაცვლა მოკლე ვადიანი პერიოდებით. აღნიშნულთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სამგზავრო, ყოველდღიური, ცხოვრების) დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ, თუ ცალკეულ შეთანხმებებში სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული.

მუხლი 5

მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და უზრუნველყოფისათვის.

მუხლი 6

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განვითარების კონტრიბუციისათვის, მხარეები განახორციელებენ კონკრეტულ მცდელობებს.

მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

მხარეები ითანამშრომლებენ საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ჩათვლით.

მუხლი 7

საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის მიზნით, მხარეები გააქტიურებენ დიალოგს, კონსულტაციებსა და თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში და საქართველო-ნატოს კომისიის ფარგლებში.

მუხლი 8

მხარეები უფრო მეტად გააფართოებენ არაფორმალური დიალოგის ფორმატებით სარგებლობას, საქართველოს ახალი მეგობრების ჯგუფის ჩათვლით.

მუხლი 9

მხარეები მიიღებენ ზომებს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის, ლატვიისა და საქართველოს პარტნიორობისა და მეგობრობის თაობაზე, ასევე ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ.

მუხლი 10

მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას განვითარებისათვის საქართველოსა და  ლატვიას შორის.

მუხლი 11

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის გამოყენებასა ან განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 12

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 13

წინამდებარე ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში დარჩება სამი წლის განმავლობაში. ოქმი ავტომატურად განახლდება მომდევნო სამ წლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე, სამ წლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, მისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება.

წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთანავე, 2009 წლის 2 ივლისის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი წყვეტს მოქმედებას.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის …….. ნოემბერს,  ორ დედნად, ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

თ. ბერუჩაშვილი

 

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

ე. რინკევიჩი