დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №5-5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-42 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.101.016037 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ „ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №5-5 გადაწყვეტილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11/03/2014; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.36.101.016200) და „ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №5-5 გადაწყვეტილებაში:
მე-12 მუხლში „კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებების“ (კოდი 2.9.1) ქვეპროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.9.1 კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებები“ ,,დედაქალაქის საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; ვაზიანის ქიმიური სამარხის მოვლა-პატრონობა; შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (ექსპლოატაცია); სამისამართო აბრების შეძენა-მონტაჟი; დახურული ნაგავსაყრელი პოლიგონების დაცვა; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა“. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები