ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამზედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამზედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016138
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
05/12/2014
ვებგვერდი, 09/12/2014
010250020.35.118.016138
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამზედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/12/2014 - 29/03/2018)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურის, ზედამზედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის  გამგეობის არქიტექტურის, ზედამზედველობის და ინფრასტრუქტურის   სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს  №22  დადგენილება.                         
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება

მუხლი 1. გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური
1. გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებისა  და სამსახურის  მოხელეებისაგან.
2. სამსახურში იქმნება არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება  ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის    18 ივლისის N19  დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. სამსახურის/განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილების  დებულების მე-16 მუხლით.  მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას და ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
პ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ჟ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
რ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ს) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ტ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. არქიტექტურისა და ზედამხედველობის ფუნქციები
არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ე) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის  სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.