დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" სამედიცინო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.016038 |
16-40
05/12/2014
ვებგვერდი, 09/12/2014
040030000.35.101.016038
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" სამედიცინო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მისდამი მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამატებით ახორციელებს კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე სამედიცინო მოსახურებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ტარიფები, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიერ სამედიცინო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 11 თებერვლის №05.04.175 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ტარიფები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები