,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 18/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.743
  • Word
102
16/05/2007
სსმ, 70, 18/05/2007
330.130.000.10.003.000.743
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი არის საკადასტრო ერთეული – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო ან/და საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის საკომლო მეურნეობის, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობების) გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;“.

2. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს ახალი ღ“ და ყ“ ქვეპუნქტები:

ღ) საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მათ კერძო საკუთრებად და რომელზეც დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების, სამეურნეო შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;

ყ) შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ მიღება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად აღიარება, რაც მოქმედი (ძალაში მყოფი) მშენებლობის ნებართვისათვის ადგენს მის ძალადაკარგულობას.“.

3. დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;“.

4. დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ახალი ბ“ ქვეპუნქტი:

,,ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშება;“.

5. დადგენილების მე-16 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

52 ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შვიდი დღით ადრე შეატყობინოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული საზედამხედველო ეტაპის დაწყების, ასევე მიმდინარე ეტაპის დასრულების შესახებ, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ერთი შეტყობინებით;“.

6. დადგენილების მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. ნებართვა გაიცემა მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განმცხადებლის მიერ მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშების შესაბამისად.

2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის ახალი გაანგარიშება, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში – მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.“.

7. დადგენილების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ახალი ,,დ“ ქვეპუნქტი:

დ) თუ სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც, როგორც ცალკე აღებული ობიექტები ამ წესის შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ. მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი ნაგებობები, 2,2მ სიმაღლის ღობეები და სხვ.), ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ის ნაწილები, რომლებიც ცალკე აღებული არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს (მაგ. შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), მაშინ მშენებლობის პროცესში მათ მიმართ განხორციელებული ცვლილება არ ჩაითვლება სანებართვო პირობის დარღვევად.“.

8. დადგენილების 201 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ამავე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:

1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველო-ბის ორგანოს (შემდგომში – ექსპლუატაციაში მიმღები).

2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;

ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის დადასტურება (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითრის სახით);

გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები;

დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.

21. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის №115 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ბ“, გ“ და დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა უნდა დაურთოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, გეოდეზიური ანაზომი და აგრეთვე შენობა-ნაგებობის სიმტკიცისა და მდგრადობის ექსპერტული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ტარდება ნებართვის მფლობელის სახსრებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მფლობელს გააჩნია მშენებლობის პროცესში შედგენილი ფარული სამუშაოების ჟურნალები და გამოყენებული ძირითადი სამშენებლო მასალების (ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალა, ლითონი, საკედლე ბლოკი, აგური) შესაბამისობის სერტიფიკატები ან/და მათი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები, შენობა-ნაგებობის ექსპერტული გამოკვლევის ჩატარება საჭირო არ არის.

3. ექსპლუატაციაში მიმღებს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, ექსპლუატაციაში მიმღები არ იკვლევს იმ სამუშაოების შესრულების ხარისხს და მახასიათებლებს, რომლებიც არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს, არ ახდენს გავლენას შენობა-ნაგებობის სიმტკიცესა და მდგრადობაზე და არ ყოფილა დადგენილი სანებართვო პირობებით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიმღების შეუფერხებელი შესვლა ობიექტზე.

4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 ან/და 21 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიმღებისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტურულ პროექტთან არსებითი შეუსაბამობა, ანუ დარღვეულია ქალაქთმშენებლობითი პირობებით დადგენილი მოთხოვნები ან/და შენობა-ნაგებობის იერსახე არსებითად არის შეცვლილი, კერძოდ, ფასადის ელემენტების ცვლილება სცილდება დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პარამეტრებს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი