დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.104.016207 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 დეა 23–ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/11/2014, სარეგისტრაციოკოდი:010340000.35.104.016200) შეტანილიქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართს დაემატოს მუხლი 91 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, MicrosoftOffice Powerpoint; Internet Explorer).“ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართს დაემატოს მუხლი 92 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 92 . გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი არასამთავრობო და დონორებთან ურთიერთობის საკითხებში გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტს არასამთავრობო და დონორებთან ურთიერთობის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, და „დ“ პუნქტებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, MicrosoftOffice Powerpoint; Internet Explorer)“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ს დაემატოს მუხლი 521 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 521 . გამგეობის შრომის, საზ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტარანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის სოციალური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში გამგეობის შრომის, საზ.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტარანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის სოციალური განყოფილების წამყვან სპეციალისტს გენდერულ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 49–ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები