„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018280
660
05/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010320000.10.003.018280
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №660

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №1 და­ნა­რ­­თის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის/ადმინისტრაციის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;“.

2. №1 და­ნა­რ­­თს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XXX1:

„თავი XXX1

საარჩევნო ადმინისტრაციის საჯარო თანამდებობები

მუხლი 391

1.   მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი;

დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;

დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი (III კატეგორია);

ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი (II კატეგორია).

3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტი (III კატეგორია);

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტი (II კატეგორია);

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტი (I კატეგორია);

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;

დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;

ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის თანაშემწე;

ვ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი - 2014 წლის 2 დეკემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი