„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016073
417
04/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010340000.33.062.016073
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

 ბრძანება  №417

2014 წლის 4 დეკემბერი 

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, შევიდეს ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი 11/04/2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016059) და დანართის მე–12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–13 პუნქტი:

„13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

13.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ან იურიდიული, ან ფინანსების განხრით განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) უპირატესობა მიენიჭება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;

დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი);

13.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ოდექსი“ (I, III და IV თავები);

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

თ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

კ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

მ) ბრძანება „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ო) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

პ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრი                                     ქეთევან ბაკარაძე