დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2858-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.09.001.016248 |
|
იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული
|
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1802 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: მუხლი 1. იმ დოკუმენტების ბლანკები, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული (შემდგომ – გერბიანი ბლანკები), აღრიცხვისადმი დაქვემდებარებული პოლიგრაფიული პროდუქციაა. მუხლი 2. გერბიან ბლანკებს, აგრეთვე ბეჭდებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული (შემდგომ − ბეჭდები), ამზადებენ მხოლოდ პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სახეობის პროდუქციის სათანადო ხარისხით დასამზადებლად საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. მუხლი 3. გერბიანი ბლანკები და ბეჭდები მზადდება საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების (შემდგომ – დაწესებულებები) შეკვეთით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. გერბიანი ბლანკები დაწესებულებაში აღირიცხება. გერბიან ბლანკებზე სტამბური წესით ან ნუმერატორით დაისმება ნომრები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სერიებიც. გერბიანი ბლანკები აღირიცხება ცალ-ცალკე, სახეობების მიხედვით, სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმაში (ბარათი, ჟურნალი). გერბიანი ბლანკის აღრიცხვისას გამოიყენება შემდეგი რეკვიზიტები: ა) გერბიანი ბლანკის მიღებისას: ა.ა) გერბიანი ბლანკის სახეობის დასახელება; ა.ბ) გერბიანი ბლანკის მიღების თარიღი; ა.გ) თანდართული დოკუმენტის ნომერი; ა.დ) გერბიანი ბლანკის მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება; ა.ე) გერბიანი ბლანკის ეგზემპლარების რაოდენობა; ა.ვ) გერბიანი ბლანკის სერია და ნომერი; ბ) გერბიანი ბლანკის გაცემისას: ბ.ა) გერბიანი ბლანკის სახეობის დასახელება; ბ.ბ) გერბიანი ბლანკის ეგზემპლარების რაოდენობა; ბ.გ) გერბიანი ბლანკის სერია და ნომერი; ბ.დ) გერბიანი ბლანკის მიმღები დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, თანამდებობის პირის სახელი და გვარი; ბ.ე) გერბიანი ბლანკის მიმღების ხელმოწერა; ბ.ვ) შენიშვნა (აღნიშვნა გერბიანი ბლანკის განადგურების შესახებ და სხვ.). მუხლი 5. გერბიანი ბლანკები და ბეჭდები ინახება სათანადოდ ჩაკეტილ, დაცულ ადგილას. მუხლი 6. გერბიანი ბლანკები და ბეჭდები ნადგურდება აქტის მიხედვით. მათი განადგურების შესახებ აღნიშვნა შეიტანება სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმაში. მუხლი 7. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადებას, გამოყენებასა და შენახვას აკონტროლებს დაწესებულების საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული. ამ სტრუქტურული ერთეულიდან გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვისათვის პერსონალურად პასუხისმგებელ პირებს ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 8. სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმები შეიტანება დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში. მუხლი 9. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების არსებობას, გამოყენებასა და შენახვას წელიწადში ერთხელ მაინც ამოწმებს კომისია. კომისიის წევრებს ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შემოწმების შესახებ აღნიშვნა შეიტანება სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმაში ბოლო ჩანაწერის შემდეგ. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის დროს დარღვევების აღმოჩენისას კომისია ახორციელებს სამსახურებრივ მოკვლევას, მის შედეგებს აფორმებს აქტით და მოახსენებს დაწესებულების ხელმძღვანელს. მუხლი 10. დასაშვებია დასაგზავნად განკუთვნილი გერბიანი ბლანკების ტირაჟირება დაწესებულების ოპერატიული პოლიგრაფიული საშუალების გამოყენებით, თითოეული პირის დაწესებულების ბეჭდით დადასტურებით. მუხლი 11. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2858-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები