დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016043 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ა.ბ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ა.გ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ა.დ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება; ა.ე) „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანება; ა.ვ) „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება; ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან სამართალი; გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; სასურველი - 2 წელი; სასურველი - ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან სამართალის სფეროში; დ) უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები