საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2860-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016249
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2860-Iს
30/11/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010020000.09.001.016249
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/12/2014 - 14/11/2018)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1802 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, სრული სახით ფერებში გამოსახული, თავსდება:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე ან/და განთავსების სხვა ადგილის ცენტრალურ შესასვლელში;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში;

გ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამუშაო კაბინეტში.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბეჭდებზე.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბლანკებზე.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით გამოისახება:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა ოქმებსა და ოქმების ამონაწერებზე;

ბ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებზე;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე.

მუხლი 5. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, ფერებში გამოსახული, თავსდება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის − ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სამუშაო კაბინეტში.

მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2860-Iს