„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018273
653
03/12/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
010240030.10.003.018273
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №653

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს:

ბ.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით  სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;“;

ბ.ბ) „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) პროტოკოლის დეპარტამენტი:

გ.ე.ა) უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;

გ.ე.ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;

გ.ე.გ) უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინებას;

გ.ე.დ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებასა და ვიზებით უზრუნველყოფას;

გ.ე.ე) უზრუნველყოფს სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანს;

გ.ე.ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას;

გ.ე.ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს;

გ.ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი:

გ.ვ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;

გ.ვ.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;

გ.ვ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;

გ.ვ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;

გ.ვ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;“;

გ) მე-4 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი