დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 652 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.018272 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. XVIII თავის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს ან ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე: ა) აღნიშნული ვალდებულება წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) სამხედრო მოსამსახურის ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებისას; ა.ბ) თუ პირი დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში; ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოქმნილია 2014 წლის 23 ნოემბრამდე და არ არის გადახდილი ან გადახდევინებული იძულებითი აღსრულების წესით; ბ) ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. იმ პირებს, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, დაკისრებული პირგასამტეხლო უმცირდებათ სამხედრო მოსამსახურის ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში გაფორმებული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება უკვე გადახდილ თანხებთან დაკავშირებით; გ) ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება გადავადდება/განწილვადდება და/ან შემცირდება, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ გადავადებას და/ან შემცირებას, იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხიმგებელი პირი აცხადებს თანხმობას, სასამართლოში დავის წარმართვის გარეშე ნებაყოფლობით გადაიხადოს შეთანხმებული თანხა და წარადგენს სათანადო უზრუნველყოფას; დ) თუ პასუხისმგებელი პირი არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მას გადაუვადდება ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდა 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადავადება შესაძლებლია მხოლოდ ორჯერ, ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან.“. 2. XIX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს 2014 წლის 23 დეკემბრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები