დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 654 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340000000.10.003.018274 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 340000000.10.003.017164) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი; დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ე) საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტი; ვ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ლ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; მ) რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი. 2. სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება; ბ) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა; დ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დარგებში პოლიტიკის შემუშავების მიზნით, წინადადებების მომზადება; ე) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) მინისტრის მიერ შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადების უზრუნველყოფა და ოქმების შედგენა; დ) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; ე) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოებისა და საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება. 4. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია; ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; გ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; დ) სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოებში; ე) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა; ვ) მთავრობათაშორისი და უწყებათშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.“. 2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება; დ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების მომზადების ორგანიზება; ე) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა.“. 3. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია; გ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; დ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება; ე) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტებისათვის, ასევე, საქართველოდან უცხოეთში ქართველი სპეციალისტების ვიზიტების პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; ვ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება; ზ) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმვა, მართვის ხელშეწყობა და მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეთანხმების შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება; ი) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება.“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები: „11. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სისტემაში შემავალ უწყებებში; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; ე) მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ვ) არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) ერთიანი, ცენტრალური მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; თ) სერვისების კატალოგების შექმნა და მათზე წვდომის დონეების მართვა; ი) ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 12. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია; გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა; დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის-/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება; ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება; ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება. 13. რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია; ბ) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავება; გ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; დ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში, მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა, აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეკომენდაციების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა; თ) რეგიონებში დარგობრივი განვითარების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.“. 5. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები და მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. ტერიტორიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) რეგიონალური სამმართველოები: ა.ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველო; ა.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო; ა.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო; ა.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო; ა.ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო; ა.ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველო; ა.ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; ა.თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; ა.ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველო; ბ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები: ბ.ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.მ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კასპის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ო) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარელის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.რ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ს) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ტ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.უ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ღ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩხერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.შ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჩ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ც) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ძ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.წ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჭ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ხ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჯ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ1) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აბაშის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ2)საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ3) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ4) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ5) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ6) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ7) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესტიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ8) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ9) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ10) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ11) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ.ჰ12) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები