სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2092
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018079
  • Word
2092
28/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018079
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2092

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ( ს/კ 205169066) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით  გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება, მისი ექსპლუატაციის ვადით.

2.  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურასათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბევრეთისათვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ღართასათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  ზედა (ზემო) ქსოვრისისათვის,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთისათვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბნისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.

3.  ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                              ი. ღარიბაშვილი