საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018053
  • Word
2104
28/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018053
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2104

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 368 840 (სამას სამოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარი, მათ შორის:

 ა) 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სსიპ – ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრის მიერ მუსიკალური ინსტრუმენტისა და გახმოვანების აპარატურის შეძენის ხარჯების დაფინანსების მიზნით;

 ბ) 116 435 (ას თექვსმეტი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი – ქ. პეკინში მე-6 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე სამი ქართული სპექტაკლის სადადგმო ხარჯების დაფინანსების მიზნით;

 გ) 49 624 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას ოცდაოთხი) ლარი ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამოს და ვარსკვლავის გახსნის ხარჯების დასაფინანსებლად;

 დ) 44 367 (ორმოცდაოთხი ათას სამას სამოცდაშვიდი) ლარი ანა კალანდაძის საიუბილეო საღამოს გამართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით;

 ე) 38 414 (ოცდათვრამეტი ათას ოთხას თოთხმეტი) ლარი – დიდი ქართველი მწერლის - ჭაბუა ამირეჯიბის საფლავის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი