დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2072
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018050
  • Word
2072
26/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018050
დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2072

2014 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების /ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია) განსახორციელებლად, დმანისის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალ ები) მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, დმანისის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ტუფობრექჩია, გრანიტი), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. გომარეთის მიმდებარე ტერიტორია - 150 მ3 გრანიტი:

 

X

Y

1

433541

4595432

2

433564

4595440

3

433546

4595463

4

433535

4595441

S = 0,05 ჰა

WGS 1984;

 

 ბ) სოფ. კამიშლოს მიმდებარე ტერიტორია – 1200 მ3 ტუფობრექჩია:

                                                                                      

X

Y

1

444004

4566548

2

444034

4566550

3

444035

4566539

4

444011

4566534

S = 0,04 ჰა

WGS 1984;

 

       გ) სოფ. კამარლოს მიმდებარე ტერიტორია – 200 3 ტუფობრექჩია :

                                                                                      

X

Y

1

427734

4587521

2

427716

4578526

3

427717

4578536

4

427739

4578533

S = 0,02 ჰა

WGS 1984.

 

2. დმანისის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის.

3. დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებ ისთვის გადასახდელი თანხა, შემდეგი ოდენობით:

) 150 (ას ორმოცდაათი) მ3 გრანიტის მოპოვებისათვის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) 1200 (ათას ორასი) მ3 ტუფობრექჩიის მოპოვებისათვის - 600 (ექვსასი) ლარი;

გ) 200 (ორასი) მ3 ტუფობრექჩიის მოპოვებისათვის - 100 (ასი) ლარი.

4. დმანისის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

  6. დმანისის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                          . ღარიბაშვილი