დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2069 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018045 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2069
2014 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახით, და კომპანია „ Pomagalski“-ის შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების კვლევის დაწყებისათვის საჭირო მონაცემების მომზადება და კომპანია „ Pomagalski“-ის მიერ მომზადებული ტრანსპორტირების კვლევის განხილვა-შეფასება.
2. კომპანიამ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 100 000 (ასი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადარიცხული თანხის ოდენობით.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები