დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018043 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2100
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2014 წელს უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარე ჩანჩქერთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
2. დეპარტამენტმა 2015 წელს უზრუნველყოს :
ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარე ჩანჩქერთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელება, შესაბამისი წლისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.
3 . დეპარტამენტმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2015 წელს განსახორციელებელი, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები