დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომსახურების აგენტის დანიშვნის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2064 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018040 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2064
2014 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომსახურების აგენტის დანიშვნის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს მომსახურების აგენტის (Agent of Service) დანიშვნის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს ხელმოწერილი „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებული იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გაითვალისწინებს მომსახურების აგენტის (Agent of Service) დანიშვნას.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს ხელმოწერილი „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ მომსახურების აგენტის (Agent of Service) დანიშვნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ London Central Services-ის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და London Central Services-ს შორის გასაფორმებელი „მომსახურების აგენტის დანიშვნის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.
4. მომსახურების აგენტის პირველი წლის მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები“ პროგრამული კოდით (53 03) გათვალისწინებული ასიგნებიდან, ხოლო შემდგომი წლების მომსახურების ღირებულების გადახდა - შემდგომი წლების წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებიდან.
5. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები