საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2099
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018038
  • Word
2099
28/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018038
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2099

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის -„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება“ (პროგრამული კოდი: 27 02 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, განახორციელოს 10 ერთეული საბადრაგო სპეციალიზირებული ავტომანქანის (მიკროავტობუსი), 3 ერთეული  რვაადგილიანი სამგზავრო მიკროავტობუსისა და 13 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის (პიკაპი)  სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 272 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდათორმეტი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი