დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2095 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018027 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2095
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს„SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის № 30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოსპრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულების (შემდგომში – პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„არაუგვიანეს 2019 წლის 27 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა მყიდველის ან/და სხვა, მესამე პირის მიერ;“.
2. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „SOCAR Georgia Investments“-მა უზრუნველყოს პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის უზრუნველსაყოფად, ამავე განკარგულების „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილისაბანკოგარანტიისმოქმედების ვადის არანაკლებ 2019 წლის 27 აგვისტომდე გაგრძელება და წარდგენაან პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკოგარანტიის ნაცვლად არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ორი თვით.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები