„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2093
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018024
  • Word
2093
28/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018024
„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2093

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები და:

ა) უწყებათაშორისი კომისიის წევრთა მიერ, სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უძრავი ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის 360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი კომპანიის შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ მიერ მოძრავი ქონების საექსპერტო დასკვნა, მიჩნეულ იქნეს გამოსასყიდი ქონების ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად;

ბ) გამოსყიდულ იქნესშპს „ალიანს მედი+ - ის“ საკუთრებაში არსებული შპს „რეგიონალური სამედიცინო ცენტრის“ (ს/კ 400125002) 100% წილი, რომელიც ფორმირებულია მესტიის, ონის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების ინფრასტრუქტურის (მოძრავი და უძრავი ქონების) საფუძველზე და რომლის სართო ღირებულება, სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეადგენს 5 076 689 ლარს ;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული, სახელმწიფოს მიერ გამოსასყიდი წილის შეჯერებულ ფასად, „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმის შესაბამისად, მიჩნეულ იქნეს 4 969 360 ლარი;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული წილის გამოსყიდვის უფლებამოსილება მიეცეს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ (ს/კ 236035517), რომლის 100% წილის მმართველს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ღონისძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი რესურსის მოძიება და გამოსასყიდი წილის ღირებულების (4 969 360 ლარის) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/კ 236035517) კაპიტალში შეტანა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი