საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამართული კომპიუტერული ინფრასტრუქტურით აღჭურვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2050
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018019
  • Word
2050
11/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამართული კომპიუტერული ინფრასტრუქტურით აღჭურვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2050

2014 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამართული კომპიუტერული ინფრასტრუქტურით აღჭურვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი სახსრების აღრიცხვის საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში (PFMS) ინტეგრირების რეფორმის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღჭურვა უზრუნველყოს გამართული კომპიუტერული ინფრასტრუქტურით, კერძოდ მაგიდის კომპიუტერებით (დესკტოპებით) და უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროებით (UPS), ქსელური კავშირით (საკომუნიკაციო მომსახურებით), ქსელური ინფრასტრუქტურით და შესაბამისი ინტერნეტ სიჩქარით.

2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღჭურვისათვის საჭირო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, კერძოდ მაგიდის კომპიუტერების (დესკტოპების) და უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროების (UPS), ქსელური კავშირის (საკომუნიკაციო მომსახურების), ქსელური ინფრასტრუქტურის და შესაბამისი ინტერნეტ სიჩქარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი