დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.113.016203 |
45
03/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010250040.35.113.016203
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ: |
მუხლი 1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 06/08/2014, ს/კ: 010250040.35.113.016159) შევიდეს შემდეგი ცვლილებები : |
1.
დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტის 108-ე მუხლის 1,- ლი მე -2, და მე 5. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“; |
ბ)
„2. საკრებულოს რეგლამენტიდან ამოღებული იქნას 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი; |
გ)
„5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი“. |
2.
საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი მე-3 პუნქტი: |
ა)
„3. საზოგადოებრივი დარბაზის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეს რეგლამენტი და მის საფუძველზე მიღებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება, რომელსაც, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო, საერთო წესის შესაბამისად“.
|
ბ)
საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების ამჟამინდელი ნუმერაცია შეიცვალოს და ისინი ჩაითვალოს, შესაბამისად, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებად. |
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები