დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.10.003.018269 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2014 - 09/12/2014)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/04/2014; 010240000.10.003.017909) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. დანართი 1.1 - ის („მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 781 500 ლარით.“. 2. დანართი 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა“): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა) მქონე 0-7 წლამდე ასაკის, თვეში არაუმეტეს 430 ბავშვისა, მათ შორის, არა უმეტს 285 ბავშვს (მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა) მომსახურება მიეწოდება ქ. თბილისში. ამასთან, ბავშვი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის და დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარი.“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 438 000 ლარით.“; ბ.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება არაუმეტეს 144 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე. 8. თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა ნაკლებია 8-ზე, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 18 ლარის ოდენობაზე. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“. 3. დანართი 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა“): ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის ან კურსით გათვალისწინებული მომსახურების 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ამასთან, ადმინისტრირების აღნიშნული პირობა გავრცელდება კურსებზე, რომლებიც დაგეგმილია და/ან დაიწყება 2014 წლის 1 ნოემბრიდან.“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 424 530 ლარით. 2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის, რომელიც სრულად უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება კურსებზე, რომლებიც დაიწყება 2014 წლის 1 ნოემბრიდან.“; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წლის განმავლობაში ფინანსდება 4935 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 7 კურსისა. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომელთაც 2014 წელს, ამ პროგრამის ამოქმედებამდე, 2013 წლის პროგრამით განსაზღვრული და მიღებული ვაუჩერების რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში.“. 4. დანართი 1.5-ის („დღის ცენტრების ქვეპროგრამა“): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 580-ს;“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 762 400 ლარით. 2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება დაფინანსდება დღეში 18 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული იგი.
5. დანართი 1.6.1-ის („სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 532 800 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის - 382 800 ლარი.“. 6. დანართი 1.6.2-ის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 100 000 ლარით.“. 7. დანართი 1.6.4-ის („კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი“): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 37 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 263 100 ლარით.“. 8. დანართი 1.6.5-ის („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 7970 ლარით.“. 9. დანართი 1.8-ის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 310 000 ლარით.“. 10. დანართი 1.9-ის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 822 500 ლარით.“. 11. დანართი 1.10-ის („მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 245 700 ლარით.“. 12. დანართი 1.11-ის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 243 000 ლარით.“. 13. დანართი 1.12-ის („სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 836 000 ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები